მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური გადასახადების გაზრდა, ჩვენს პროდუქციასაც გააძვირებს – "მეგადორსი"

5ff83f4c4f367
ანუკა ჯოხაძე
08.01.21 15:15
1057
"ისედაც კრიზისულ პერიოდში დენის ტარიფის გაზრდა იყო მცდარი გადაწყვეტილება”- ამის შესახებ BM.GE-ის კარების მწარმოებელი ქართული კომპანია „მეგადორსიის” დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ განუცხადა.

როგორც გაბაიძე ამბობს, ტარიფების ზრდა როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე, საბოლოო ჯამში პროდუქციის გაძვირებაზე იქონიებს გავლენას. გაბაიძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, რა პროცენტულობით გაძვირდება პროდუქცია, თუმცა ამბობს, რომ ფასის ზრდა თვალსაჩინო იქნება მომავალი ორი თვის განმავლობაში.

“ჩვენი საწარმო მოიხმარს როგორც ელექტროენერგიას, ისე გაზს. შესაბამისად, გაძვირებული ტარიფების პირობებში გაგვიძვრდება პროდუქცია, რადგან გაძვირდა მისი წარმოება. ფასზე ასევე მოქმედებს ლარის გაუფასურებაც. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენით გაძვირდება პროდუქცია, მაგრამ როცა უკვე დავიწყებთ ახალი ტარიფის პირობებში წარმოებას, უფრო თვალსაჩინო გახდება ფასის ზრდა. ვფიქრობ ტარიფების ისედაც კრიზისულ პერიოდში გაზრდა იყო მცდარი გადაწყვეტილება. დენის ტარიფის გაზრდამ, ვფიქრობ, რომ არის მცდარი და ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ხოლო გაზს რაც შეეხება კიდევ უფრო მესმის, რადგან სრულად იმპორტზე ვართ მიბმული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს სუბსიდირება უნდა გამოეყო”-ამბობს “მეგადორსის” დამფუძნებელი რაულ გაბაიძე.

ცნობისთვის, საწარმო „მეგადორსმა“ ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო. დღეისთვის კომპანიის პროდუქციას ბაზრის 10%-15%-იანი წილი უჭირავს. საწარმო 3 წლის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა, ამასთან სახელმწიფომ კომპანიას მიწა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები