1 ნოემბრიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სწორედ ამ დროიდან უწყება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს შეეხება.
„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ისე დახმარებას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს ეტაპი იწყება 1 ნოემბრიდან და მოიცავს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას 4 თვის განმავლობაში. ანაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ ოჯახისთვის, რომელსაც მოხმარებული აქვს 200 კვ.სთ.-მდე ელექტრო ენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს მთავრობას შეუძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და მათ შემთხვევაში კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.