მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე მუშაობა მიმდინარეობს - მინისტრი

6189096ec35aa
მარიამ ვარადაშვილი
08.11.21 21:40
1855
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით ამჯერად ის მიზნობრივი იქნება.

“ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი სუბსიდია იქნება, ის მიზნობრივი, ანუ კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება,”-აცხადებს ხუციშვილი.

დღეს, 8 ნოემბერს, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები