გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას შეინარჩუნებს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კონსერვატიულმა პარტიამ გუშინ გამართულ ფარულ კენჭისყრაზე.
ბორის ჯონსონს ნდობა პარლამენტის 211-მა წევრმა გამოუცხადა, ხოლო 148-მ მისი გადაყენება მოითხოვა – საერთო ჯამში, კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტის 359-მა წევრმა მიიღო კონსერვატიული პარტიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა, მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური მოძრაობა იმაზე უფრო მძლავრია, ვიდრე კონსერვატიული პარტიის მიერ არჩეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის შემთხვევაში იყო – ჯონსონის წინააღმდეგ ხმა კონსერვატიული პარტიის პარლამენტის წევრების 40%-მა მისცა.
წყარო: Forbes.ge