მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმში სჯერათ, რომ მთავრობის მხარდაჭერის შემთხვევაში, "მერიდიანი" პროექტში დბრუნდება

5db93c4a3cd1e
ლიკა გურაბანიძე
30.10.19 11:33
898
„ვფიქრობ, რომ თუ მთავრობა პირადად მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს, კიდევ ერთხელ შეხვედრაზე დაპატიჟებს და განუცხადებს, რომ ისინი მათ მონაწილეობას მიესალმებიან, დარწმუნებული ვარ, "მერიდიანიც" შემოტრიალდება,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „მერიდიან კაპიტალის“ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „მერიდიან კაპიტალს“ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, მეტი უნდა გაკეთდეს არა მარტო კონსორციუმის, არამედ მთავრობის მხრიდან, რომ ასეთი ინვესტორები "ხელიდან არ გავუშვათ".

„სამწუხაროა, რომ "მერიდიან კაპიტალმა" (Meridian Capital NL B.V) თავისი ინტერესი პროექტიდან გაიტანა.
რაც ქალბატონმა მინისტრმა (მაია ცქიტიშვილმა) თქვა არის სწორი, ოფიციალური ვერსია არის, რომ მათ დღეს შესაძლებლობა არ აქვთ პროექტში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ არის და მათ ამ პროექტის მიმართ მყარი ინტერესი აქვთ. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მათ ამ პროექტის შესწავლაზე ძალიან დიდი დრო დახარჯეს. ისინი აცნობიერებენ იმას თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს პროექტი. მაგალითად, „მერიდიან კაპიტალმა“ ნებართვის ასაღებად ყველა მოთხოვნილი საბუთი შეიტანა.

თუ მთავრობა პირადად მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს, კიდევ ერთხელ შეხვედრაზე დაპატიჟებს და განუცხადებს, რომ ისინი მათ მონაწილეობას მიესალმებიან, დარწმუნებული ვარ, მერიდიანიც შემოტრიალდება.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ამერიკულ ფონდთან გვაქვს და შესაბამისად, ამ მოლაპარაკებების შედეგებს უნდა დაველოდოთ", - აღნიშნა ახვლედიანმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები