მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერების გადაზიდვის ფასი წლიურად 18%-ით გაიზარდა - Drewry

629db20eae19c
გიორგი არონია
06.06.22 19:55
899
გადაზიდვების საერთაშორისო ფასებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა Drewry-ი, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული კონტეინერის კომპოზიტური ინდექსი ამჟამად $7,625.56 დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით მეტია.

აღსანიშნია, რომ კონტეინერების მსოფლიო ინდექსის საშუალო კომპოზიტური მაჩვენებელი სტანდარტული კონტეინერისთვის $8,614 დოლარს შეადგენს, რაც $5,214 დოლარით აღემატება ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებს.


ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების მიხედვით, კონტეინერების ტრანსპორტირების ფასები ასე ნაწილდება:

• კომპოზიტური ინდექსი - $7,626 - წლიური ნამატი 18%;
• შანხაი - როტერდამი - $9,736 - წლიური ნამატი -7%;
• როტერდამი - შანხაი - $1,419 - წლიური ნამატი -13%;
• შანხაი - გენოა - $11,676 - წლიური ნამატი 18%;
• შანხაი - ლოს-ანჯელესი - $8,704 - წლიური ნამატი 46%;
• ლოს-ანჯელესი - შანხაი - $1,250 - წლიური ნამატი 60%;
• შანხაი - ნიუ-იორკი - $10,871 - წლიური ნამატი 44%;
• ნიუ-იორკი - როტერდამი - $1,184 - წლიური ნამატი 19%;
• როტერდამი - ნიუ-იორკი - $7,186 - წლიური ნამატი 93%.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო კომპანია Drewry-ის შეფასებით, ინდექსის მაჩვენებლის კლება შემდეგ რამდენიმე კვირაში არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები