ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვის ღირებულების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 5%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 4,862 დოლარი შეადგინა, რაც 2021 მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გადაზიდვის ხარჯების შემცირებას, სავარაუდოდ, პირდაპირ გავლენა ექნება პროდუქციის ფასებზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია აზიიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა.
რაც შეეხება უშუალოდ ინდექსის ვარდნას, ის მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებასთან, ჩინეთში საწარმოო პროცესის აღდგენასთან და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დასტაბილურებასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით გადაზიდვის ხარჯები განახევრებულია, თუმცა ამჟამინდელი 4,800-დოლარიანი ფასი ისევ თითქმის 240%-ით მაღალია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
კონტეინერების გადაზიდვის ღირებულების გლობალური ინდექსი:
