მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორძაძე - პროკურატურა უცხოეთში მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს

5d9f09d1168e0
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.19 14:42
1026
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა უკვე დასრულდა. თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სხდომაზე პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოზე დაშვების საკითხზე იმსჯელეს.

კორძაძის თქმით, ბრალდება ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იურისტების მიერ უცხოეთში შეგროვებული მტკიცებულებები დაუშვებლად იქნეს ცნობილი. კორძაძის თქმითვე, საქმის მთავარი მოწმეები უცხოეთში ცხოვრობენ, რის გამოც მათი გამოკითხვის მოსმენა დაცვის მხარის გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ მოხდა მტკიცებულებათა ნუსხის წარმოდგენა, რომლითაც ისინი აპირებენ სასამართლოში თავისი პოზიციის დამყარებას. ჩვენს მიერ, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია პროკურატურის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც არ აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ისინი საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ, შესაბამისად გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მოთხოვნილ იქნა დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეები ცხოვრობენ უცხოეთში და მათი გამოკითხვა პროცედურების დაცვით მოხდა. ბრალდების მხარე ითხოვს ამ მტკიცებულებების ამორიცხვას, ცხადია ეს მტკიცებულებები მათ მთელ საქმეს უქარწყლებს თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მე არც კი ვუშვებ, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება.

ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ჩვენ ამ ხნის მანძილზე ვიძახდით რომ არსებობს, რაც ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას და არავითარ თაღლითობას არ ჰქონია ადგილი.

ყველაზე მძიმე სცენარისთვის მზარდ ვართ, მაგრამ სასამართლოს მიერ ამის დაკმაყოფილება და ისე ინტერპრეტირება, როგორც ითხოვს ამას ბრალდების მხარე, მარტო ამ საქმეს არ დაამჩნევს კვალს. ეს ნიშნავს, რომ ვერცერთ საქმეზე დაცვა საზღვარგარეთ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ვინაიდიან მას არ გააჩნია, ისევე როგორც პროკურატურას სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესაძლებლობა,”- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მათ პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები