როგორც ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დირექტორი ამბობს, ამას სექტორი უკვე გრძნობს.
„კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე და ამას გრძნობს ყველა ტურისტული ობიექტი და სააგენტო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სექტორი დაძლევს ამ გამოწვევას და სეზონს შევხვდებით ძლიერად“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.