მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეფექტი დისტრიბუტორებზე და სექტორის მოთხოვნები სახელმწიფოს მიმართ

5e6b48f9afb72
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 18:33
1363
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკურ გუნდს ის პრობლემები გააცნო, რომლის წინაშე კორონავირუსის გავლენიდან გამომდინარე სადისტრიბუციო კომპანიები დადგნენ.

„ოქროს სიის“ საშეღავათო პირობების გარკვეული პერიოდით ამოქმედება, რითეილ სექტორსა და დისტრიბუტორებს შორის ხელშეკრულების განახლების გადავადება“, - ეს ის მოთხოვნებია, რომელიც ივა ჭყონიამ გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.

როგორც BM.GE-ის GDBA-ის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამათგან უპირველესი თხოვნა საგადასახადო შეღავათების ამოქმედებაა.

„ჩვენი მხრიდან რა საკითხიც დავაყენეთ ეს იყო გასული წლის მაისის თვეში ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გაუქმებული ე.წ. „ოქროს სიის“, რომლის თანახმად 200-მდე კომპანია 25-დღიანი საშეღავათო პეროიოდით საერგებლობდა. გარკვეული პერიოდი თუნდაც 3 თვის განმავლობაში, კონკრეტულად ამ შეღავათის აღდგენა, ოღონდ არა მხოლოდ 200 კომპანიისთვის, არამედ ჩვენი მხრიდან წერილი გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს და სხვადასხვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას და თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ, ვისაც 2-3 წლის პერიოდში კარგი ისტორია აქვს და კარგი გადამხდელები არიან, ამ პერიოდში 30-დღიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ. ეს იქნება ძალიან დიდი შვება ჩვენთვის.

როდესაც ვსაუბრობთ HORECA სეგმენტზე, მათთან არსებული პრობლემები პირდაპირ პროპორციულად აისახება იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებზე. ჯავშნების გაუქმებიდან გამომდინარე სასტუმროებს შეჩერებული აქვთ თანხების გადახდები და უჭირთ მიმდინარე გადასახადების გადახდაც კი. იმისთვის რომ სადისტრიბუციო კომპანიები ნაღდ ფულში არ გავიჭედოთ და იმპორტი შეუზღუდავად ვაწარმოოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქეშის დეფიციტი არ გვქონდეს.

მათ შორის ლარის დევალვაციიდან გამომდინარე ვხედავთ რამხელა პრობლემაა, მოსალოდნელია უახლოეს მომავლაში ვიხილოთ გაზრდილი ფასები. გარდა ამ პრობლემისა, არის კიდევ მეორე ფაქტორი სადისტრიბუციო მწარმოებელი კომპანიებისთვის რომ ყოველი წლის დასაწყისში იწყება ახალი კონტრაქტების გადახედვა, შესაბამის რითეილ სექტორთან ორგანიზებული ვაჭრობის წარმომადგენლებთან ჩვენს ქვეყანაში და უფრო და უფრო მძიმე პირობებს სთავაზობენ.

შეხვედრაზე ხმამაღლა ვითხოვეთ პრემიერის მიმართულებით, რომ მოდერატორის ფუნქცია აეღო თავის თავზე და ეთხოვა რითეილ სექტორისთვის რომ ამ კონტრაქტების განახლება უახლოესი თვეების განმავლობაში არ მოხდეს, რაც კიდევ უფრო მძიმედ დაატყდება ჩვენს მოსახლეობას და საბოლოო მომხრებელს იმიტომ რომ საკმაოდ გაძვირებული ფასები შეგვიძლია მივიღოთ.

ჩართულობა მაღალი თუ იქნება და როგორც საჭიროა საზოგადოებისთვის ისე მიუდგება ორივე სექტორი, რაღაც შეღავათი იქნება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები