კორონავირუსის გამო Wimbledon-იც გაუქმდა. როგორც All England Lawn Tennis Club-ის თავმჯდომარე იან ჰიუიტი აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა.
უძველესი შეჯიბრი ჩოგბურთში 29 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გამართულიყო, თუმცა, ის გაუქმდა და მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩოგბურთის ისტორიაში არ მომხდარა.
შეგახსენებთ, პირველად ისტორიაში ერთი წლით გადაიდო ასევე ოლიმპიური თამაშები, რომელიც ზაფხულში უნდა გამართულიყო ტოკიოში და კიდევ ბევრი სპორტული და არასპორტული ღონისძიება.