საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. აღნიშნული ჯანდაცვის სამინისტროში BMG-საც დაუდასტურეს. უწყება ამის მიზეზად ვირუსის გავრცელების შემცირებას ასახელებს.
"ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თავდაპირველად, კორონავირუსის სტატისტიკა ყოველდდღიურად ახლდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მას კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ აქვეყნდებდა.