მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება - WHO

63241d43d1627
გიორგი თოლორდავა
16.09.22 11:00
1241
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების ფონზე, პანდემია დასასრულს უახლოვდება.

გებრეისუსის განმარტებით, WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადება ჯერაც ნაადრევია, თუმცა აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიო ამ მიზანს საკმაოდ მალე მიაღწევს.

„მარათონი ფინიშის ხაზის გამოჩენასთან ერთად არ სრულდება, სირბილი მის გადაკვეთამდე უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნის მიღწევისთვის უკანასკნელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ. პანდემიის დასასრულთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლიდან დღემდე ვირუსმა 6.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 606 მილიონი მოქალაქე კი დაინფიცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები