მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kreston Papiashvili-ის მიღწევები 2020 წელს

5feaffb463fe7
BM.GE
29.12.20 14:04
1496
პასუხისმგებლიანი ბიზნესი მონაწილეობს ჯანსაღი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ასეთი ბიზნესი ზრუნავს
თანამშრომლებისა და საზოგადოების ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ, მენტალურ და ფინანსურ კეთილდღეობაზე, მათ ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და თანასწორობაზე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას, უზრუნველყოფს ჯანსაღ და უკეთეს საცხოვრებელ გარემოს.


აუდიტორული კომპანია „კრესტონ პაპიაშვილი“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანიების ქსელის „Kreston International“-ის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში. „Kreston International“-ი მსოფლიო მაშტაბით წარმოდგენილია 110-ზე მეტ ქვეყანაში და 23 000 პროფესიონალს აერთიანებს.


Kreston Papiashvil-მა 2020 წლის მარტის დასაწყისში, მაშინ როდესაც პანდემიით გამოწვეული კრიზისი მთელი სიმძაფრით დაატყდა თავს ბიზნესის სექტორს, ყველაზე სწრაფი, დროული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც კოვიდ 19-ით დაზარალებულ საზოგადოებას, ასევე ბიზნესს მის ხელთ არსებული ყველაზე ღირებული რესურსებით გამოუცხადა თანადგომა და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლის საქმეში საკუთარი წვლილის შეეტანა გადაწყვიტა.

პროექტმა ფუნქციონირება 2020 წლის მარტში დაიწყო და აღსანიშნავია, რომ დღემდე გრძელდება. მისი მიზანია, როგორც მცირე და
საშუალო ბიზნესის, ასევე მისი წარმომადგენლების (ამ შემთხვევაში დარგის პრაქტიკოსების) მხარდაჭერა პანდემიის პირობებში, მათი პროფესიული უნარების ამაღლება და მათთვის კომფორტული ფორმატით, შესაბამისი აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მათი მხარდაჭერა - პრობლემატური საკითხების გადაჭრისას, შესაბამის საგადასახადო საკითხებთან მიმართებაში.

კომპანია არც მომავალშიც შეწყვეტს არსებულ პროექტებს და მუდმივად მოახდენს ახალი პროექტების ორგანიზებას, რომლებიც რეალობით განპირობებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე იქნება მორგებული.

კრესტონ პაპიაშვილი იაზრებს პასუხისმგებლობასა და საკუთარ როლს დარგის განვითარებისა და მხარდაჭერის საქმეში. არსებობის მანძილზე კომპანიამ, მასთან არსებულ აკადემიაში 4,000-ზე მეტი პრაქტიკოსი გადაამზადა, რომელთა შემდგომი მხარდაჭერის პასუხისმგებლობას ის სრულად აცნობიერებს და აღნიშნულ მხარდაჭერას პრაქტიკაში ახორციელებს ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო თუ სხვა პირადი ინიციატივების ფარგლებში.


პროგრამის მთავარ მიზანს დაზარალებული სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეიქმნა საგანმანათლებლო ჯგუფი Kreston Papiashvili Education Space. ჯგუფს შექმნის დღესვე 2 ათასი წევრი ჰყავდა, რომელთა რაოდენობაც 4 ათასამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში გაიმართა 9 უფასო ტრენინგი. შესაბამისი ტრენინგისათვის სასურველ თემებს თავად ჯგუფის წევრები ირჩევდნენ გამოკითხვის შედეგად, ხოლო ტრენინგის მანძილზე დაგროვილ კითხვებს - მათი დიდი რაოდენობის გამო - ცალკე ონლაინ ჩართვა ეთმობოდა. პასუხგაუცემელი არც ერთი დაინტერესებული პირის შეკითხვა არ დარჩენილა.

‘’ურთიერთობები გვაქცევენ იმათ, რაც ვართ. ამრიგად ჩვენი ღირებულებები - ნდობა, მგრძნობელობა, ხარისხი, პატიოსნება, ეფექტური თანამშრომლობა - საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ." - აცხადებს დავით პაპიაშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საგანმანათლებლო პროექტში, თავად ატარებდა თითოეულ ტრენინგს და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა დარგის წარმომადგენლებს ყველა აქტუალურ თემაზე, მათთვის საინტერესო საკითხებზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც აწმყო დროში მიმდინარეობდა საკანონმდებლო სივრცეში.

მიუხედავად ბიზნესის სიდიდისა, კოვიდ პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად სექტორს. შესაბამისად, კომპანიამ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, დარგის პრაქტიკოსებისთვის უფასო ტრენინგების ჩატარების პარალელურად, დამატებით პროექტის ჩაშვება გადაწყვიტა. ავირჩიეთ ყველასათვის ხელმისაწვდომი, ასევე არსებულ გარემოებებთან და რეგულაციებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაციის ფორმა - ონლაინ ფორმატი - როგორც კითხვების მოწოდებისთვის, ასევე უშუალოდ კონსულტაციის ჩატარებისთვისაც. ასევე ინდივიდუალური ფორმატის ნაცვლად, კონსულტაციები საჯარო გავხადეთ - ის ლაივ რეჟიმში, კომპანიის ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა, რაც ყველა მსმენელსა და დაინტერესებულ პირს, მაქსიმალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევდა.


ბიზნესის უფასო კონსულტაციის პროექტში ჯამურად 10,000-მდე ადამიანი ჩაერთო. რომელთაც პროექტით და მისი შედეგებით 100%-იანი კმაყოფილება დააფიქსირეს და კომპანიას პროექტის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. ამ დროისთვის ჩატარდა ორი უფასო კონსულტაცია და ასამდე შეკითხვა გამოიგზავნა.


კომპანია Kreston Papiashvili არ ასრულებს მიმდინარე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს, კიდევ მინიმუმ 1 წლით აპირებს აღნიშნული პროექტის გაგრძელებას და აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების აღნიშნული ფორმით მხარდაჭერას.

„ბიზნესი არასაოდეს ჩერდება - ამიტომ არც ჩვენ ვჩერდებით ოდესმე. ჩვენი შემოქმედებითი და დინამიური მიდგომა ნიშნავს იმას რომ ყოველთვის მზად ვართ დამკვეთეს გავუზიაროთ საღი აზრი, კრიტიკული ხედვა, გავცეთ მათზე მორგებული, მათთვის ინდივიდუალურად მომზადებული რჩევა, რომელიც მათ ასე ჭირდებათ - ამასთანავე როგორც წესი ამას მანამდე ვაკეთებთ, ვიდრე ისინი აღნიშნულის საჭიროებას თითონ დაინახავენ.“ - აღნიშნავს ლევან პაპიაშვილი, Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტნიორი ბიზნესის კონსულტაციის პროექტზე საუბრისას.

აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili კლიენტებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს, რაც შედეგი ტიპის სერვისებს მოიცავს:

· ბუღალტრული აღრიცხვა და აუთსორსინგული მომსახურება
· აუდიტი, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურება
· გადასახადები, საგადასახადო დავები, სატრანსფერო ფასწარმოქმნა და
საერთაშორისო დაბეგვრა
· ბიზნეს კონსულტაციები
· საშემფასებლო მომსახურება
· იურიდიული მომსახურება
· ტრენინგები და სემინარები კრესტონ აკადემიაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები