მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტო მაინერები კომპიუტერულ მოწყობილობებს აქტიურად ყიდულობენ

64c23f17253c5
გიორგი თოლორდავა
27.07.23 14:26
1614
კრიპტო მაინინგის ინდუსტრიაში წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები ბიტკოინის „ჰალვინგისთვის“ ემზადებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აქტიურად ყიდულობენ მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებსა და მაინინგ დანადგარებს.

მაგალითად, გასულ თვეს კომპანია CleanSpark-მა დაახლოებით 145 მილიონი დოლარის მაინერები შეისყიდა. კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, კრიპტობირჟის აღმასვლის შემდეგი ციკლი ინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომაც მაინინგ კომპანია ადეკვატურად უნდა მოემზადოს და საწარმოო შესაძლებლობები გაზარდოს.

მოგეხსენებათ, 2024 წლის აპრილში ბიტკოინის „ჰალვინგი“ მოხდება, ანუ კრიპტოაქტივის გამომუშავება ზუსტად ორჯერ შემცირება, ეს კი ბირჟაზე კრიპტოვალუტების გაძვირებას იწვევს ხოლმე.

მაინერების აქტიურად შესყიდვის კიდევ ერთი მიზეზი კომპიუტერულ მოწყობილობებზე შემცირებული ფასებია. პანდემიურ პერიოდთან შედარებით, მაინინგ დანადგარები თითქმის ორჯერაა გაიაფებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები