მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიშტიანუ რონალდუ ძვირად ღირებული საათების ონლაინმაღაზიის, Chrono24-ის მეწილე გახდა

64ae6e4fe0b9e
გიორგი არონია
13.07.23 00:30
1246

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად არაბული “ალ-ნასრის” ღირსებას იცავს, ძვირად ღირებული საათების ყიდვა-გაყიდვის ონლაინპლატფორმის, გერმანული Chrono24-ის წილი შეიძინა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

რონალდუსთან ერთად, კომპანიის მეწილეებს შორის კერძო კაპიტალის რამდენიმე კომპანიას და მსოფლიოს რიგით მე-2 უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს საოჯახო საინვესტიციო კომპანიას ვხვდებით. კონკრეტულად რამხელა წილი შეიძინა რონალდუმ და რა გადაიხადა მის სანაცვლოდ, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2021 წლის საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, Chrono24 $1 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

ძვირად ღირებული საათების სპეციფიკიდან და ამ პროდუქტის მაღალი საინვესტიციო ღირებულებიდან გამომდინარე, მეორადი საათების ბაზარი, ბოლო წლებში, მკვეთრად იზრდება და მოსალოდნელია, რომ ათწლეულის ბოლომდე ის კიდევ 75%-ით, თითქმის $40 მილიარდამდე გაიზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ 2033 წლისთვის, გლობალურად, მეორადი საათებიდან მიღებული შემოსავალი ახალი საათებიდან მიღებულ შემოსავალს გადაუსწრებს.

კრიშტიანუ რონალდუს მიერ ძვირად ღირებული საათების ბაზარზე ინვესტორის ამპლუაში შესვლა უცნაური სულაც არ არის, რადგან ის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენია, რომელიც, ამასთან, რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ საათების კოლექციას ფლობს. რონალდუს კოლექციაში შეხვდებით, როგორც Rolex-ისა და Hublot-ს, ასევე, Jacob & Co-ს, Girard-Perregaux-სა Franck Muller-ს. ამასთან, როგორც ირკვევა, რონალდუმ ნამდვილად წილი შეიძინა და აღნიშნული გარიგება მარკეტინგულ აქტივობას არ გულისხმობს - პირიქით, Chrono24-ის თანადირექტორის, ტიმ სტრაკეს ინფორმაციით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რონალდუს დიდი წილი შეეძინა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Chrono24 ძვირად ღირებული საათების მსოფლიოს უდიდესი პლატფორმაა, რომელზეც დროის ნებისმიერ მომენტში ნახევარი მილიონი საათი არის გამოფენილი. კომპანია, რომელიც მისი დირექტორის თქმით, ორნიშნა მოგების მარჟით ოპერირებს, შემოსავალს თითოეული საათის გაყიდვიდან მიღებული საკომისიოთი აგენერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები