მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალ კონსალტინგი ლიდერობის საერთაშორისო პროგრამას იწყებს

6437a0857714d
BM.GE
13.04.23 10:45
769
კრისტალ კონსალტინგი ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრთან ერთად ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო პროგრამას, Going Global Georgia-ს იწყებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და წარდგენილი 100-მდე განაცხადიდან, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, 20 მონაწილე შეირჩა. ძირითადი აქცენტი იმ აპლიკანტებზე გაკეთდა, რომლებსაც გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართლებებით გამოცდილება ჰქონდათ.

სასწავლო პროგრამა ესტონელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და კრიტიკული კომპეტენციების, ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციების უნარების განვითარების შესახებ გლობალურ გამოცდილებას აერთიანებს. მისი მიმდინარეობისას მონაწილეები ცოდნას თვითლიდერობის, გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებებით მიიღებენ, შეისწავლიან მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებისა და სტრატეგიული ზრდის სტიმულირების პრინციპებს. ტრენინგებს ჩაატარებენ ესტონელი ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეებს შორის შეირჩევა 5 გამარჯვებული, რომლებიც ესტონეთში 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან და ლიდერთა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოოდ, საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარებით, პროგრამა მონაწილეებს სტრატეგიულ ზრდაში, ლიდერობის ჩვევების გამომუშავებასა და საქმიანობის გაფართოება-განვითარებაში დაეხმარება.

"კრისტალ კონსალტინგის" ძირითადი საქმიანობა მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. იგი, როგორც საკონსულტაციო კომპანია 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. მიმდინარე ეტაპზე "კრისტალ კონსალტინგი" მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ეხმარება მათ საჭირო უნარებითა და კავშირების უზრნველყოფით, რითაც ხელს უწყობს მეწარმეობის გაძლიერებას. ამ საქმიანობის ნაწლია პროგრამა Going Global Georgia-ც, რომელსაც კრისტალ კონსალტინგი 2021 წლიდან, განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები