მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალის“ განახლებული ვებგვერდით მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ

642e869f8c204
BM.GE
06.04.23 12:54
347
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ ვებგვერდი განაახლა (www.crystal.ge ). მომხმარებლებს მათი ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისი, მრავალფუნქციური, განახლებული ვებგვერდით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.

„კრისტალის“ მულტიფუნქციური ვებგვერდის ახალი დიზაინი, დახვეწილი და თანამედროვე ინტეფეისი, ვიზიტორების გამოცდილების შესაბამისად გამარტივებული, ინტუიციური ნავიგაცია, ინფორმაციის აღქმა და კონტენტის სტრუქტურა მთლიანად მომხმარებლებზე ორიენტირებული და მათი მოთხოვნების შესაბამისია.

ვებგვერდზე ყველა საჭირო ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, არა მარტო მარტივად მიიღონ საჭირო ცნობები, არამედ ისარგებლონ კიდეც სასურველი მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ განახლებულ ვებგვერდზე სერვისები და პროდუქტები, რომლებიც „კრისტალის“ მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული და აქტუალურია, კიდევ უფრო მარტივადაა ხელმისაწვდომი. მათ შორის, სესხის აპლიკაცია, სესხის დაფარვა და კალკულაცია, სესხის ხელშეკრულების შაბლონი, ვალუტის კურსები, ფილიალების მისამართები და ა.შ. ამას გარდა, საიტი მაქსიმალურად ინტერაქციულია, უზრუნველყოფს მომხმარებლის მეტ ჩართულობას და მათ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობას, მათ შორის სესხის განაცხადის შევსებას პირდაპირ საიტზე.

ვებგვერდზე ფუნქციურადაა გადანაწილებული ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლების გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, მათ შორის, ძირითადი პროდუქტები, სეზონური შეთავაზებები და სიახლეები.

საგულისხმოა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდების შესაბამისად შეცვლილი და ახალი ანალიტიკური შესაძლებლობებით აღჭურვილია ონლაინჩატი, რომელშიც ჩატბოტის ფუნქციაცაა ინტეგრირებული. ჩატბოტის დახმარებით, მომხმარებლები მარტივად, ქოლცენტრთან დაკავშირების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში იღებენ სასურველ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ვიზიტორებისთვის განთავსებულია „კრისტალის“ ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაცია. თითოეული მათგანის დეტალური პარამეტრების გაცნობის გარდა, პროდუქტის უშუალო გვერდზე გადასვლით, მომხმარებელს საშუალება აქვს, დამოუკიდებლად ააწყოს სავარაუდო კრედიტის საორიენტაციო გრაფიკი და შეავსოს სესხის განაცხადი.

ტექნოლოგიურად დახვეწილია ფილიალების შესახებ ინფორმაციის ნაწილიც: მათ რუკაზე არა მარტო სასურველი, არამედ ახლომდებარე ფილიალების მისამართებისა და მიმართულების ძიების ფუნქციაც აქვთ დამატებული.

განახლებული ვებგვერდი სრულადაა ადაპტირებულია თანამედროვე მოწყობილობებთან, მათ შორის სმარტფონების პარამეტრებთან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საიტი მობილური ტელეფონის დახმარებით, ტექნიკური შეფერხების გარეშე, მარტივად გამოიყენონ.

ვებგვერდის განახლების პროექტი „კრისტალმა“ ფონდ EFSE-ის დაფინანსებით, პროექტის EFSE development facility ფარგლებში განახორციელა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები