მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდის სწორი მართვა და თითოეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა“

60f7f186c6f54
თელარა გელანტია
21.07.21 14:04
730
„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა, თითოეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა და ამას ჩვენ გავაკონტროლებთ“, - ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თვამჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვილელები განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე.

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 7.7 %-მდე იზრდება, დეფიციტი მცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ბიუჯეტის შემოსულობები, ჯამში, 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114 მლნ ლარით იზრდება და აღწევს თითქმის 19.5 მილიარდ ლარს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი შემაჯამებელი სხდომით დასრულდა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების საკომიტეტო განხილვები და საკითხს ხვალ რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიმართა თანამოქალაქეებს, რომ აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები