მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისიდან ნელ-ნელა გამოვდივართ - კლუბი "მტკვარზე"

6380cdf6bc0df
ანუკა ჯოხაძე
25.11.22 21:15
653
კლუბები და ბარები 2019 წლის ნიშნულებს ნელი ტემპით უბრუნდებიან - ამის შესახებ BM.GE-სთან სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ. როგორც კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია ამბობს, კლუბებმა სრული დატვირთვით მუშაობა კი დაიწყეს, თუმცა დღეს მათთვის მაღალი ინფლაცია და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა მთავარი გამოწვევაა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი თუ არ შეიცვლება გართობისა და დასვენების ინდუსტრია ვერ განვითარდება.

“კრიზისიდან ნელ-ნელა გამოვდივართ, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური ფონი თუ არ შეიცვალა და არ გაჩერდა ფასების ზრდა, ასევე თუ არ გაიზარდა თითოეული მოქალაქის შემოსავალი ეს გართობისა და დასვენების ინდუსტრიას და ამ ინდუსტრიის მოთამაშეებს დაარტყამს, ”- აცხადებს კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

ცნობისთვის კლუბები და ბარები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველაზე ადრე დაიხურა და ის ეკონომიკის გახსნის ბოლო ეტაპზე გაიხსნა. ამ პერიოდში სექტორის წარმომადგენლები მრავალმილიონიან ზარალზე საუბრობდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ კოვიდ პანდემიის გამო ბაზარი არაერთმა ბიზნესმა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები