მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრწანისის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება - პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარია

64469c81218fa
BM.GE
24.04.23 19:19
1042
თბილისს შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება - N108 ბაგა-ბაღი კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე შენდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 50-მდე მოქალაქე დასაქმდება. პროექტის ღირებულება კი 4 450 000 ლარია.

ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები.

მშენებლობის პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან, კრწანისის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები