მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კუ ბიკი": სიტუაციის დასტაბილურებისთანავე საწარმოს მშენებლობას დავიწყებთ

5eae678a614fe
ანი ციხისთავი
03.05.20 21:00
2015
საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსგავსად ბევრი სხვა მეწარმისა, “კუ ბიკიც" საქმიანობის განახლებისთვის მთავრობის ნებართვას ელოდება. “ჯერჯერობით პასუხის მოლოდინში ვართ”,- ამის შესახებ BM.GE-სთან სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ განაცხადა.

წარმოების შეწყვეტის მიუხედავად, კომპანიას მცირე მარაგები აქვს, საიდანაც ონლაინ ვაჭრობას ახერხებს.

“ონლაინ ვაჭრობა აქამდე არ გვქონდა. პანდემიის პერიოდში დავიწყეთ ამ მიმართულებითაც მუშაობა და Glovo-ზე დავრეგისტრირდით”- აღნიშნავს “კუ ბიკის” დამფუძნებელი.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გააგრძელოს და სათამაშოების ახალი ვერსიები შექმნას. გარდა ამისა, კაციტაძის განმარტებით, წარმოების სრულად აღდგენამდე წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

“კუ ბიკის” დამფუძნებელმა ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კომპანიის 40% “სინერჯი კაპიტალმა” შეიძინა და ახალი საწარმოს ასაშენებლად ინვესტიციაც მოიზიდა.

“როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, მაშინვე დაიწყება საწარმოს მშენებლობის საკითხზე მუშაობა”- აღნიშნავს დავით კაციტაძე.

“კუ ბიკი” ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს აწარმოებს და მათი პროდუქცია მაღაზიათა ქსელ “პეპელაში” იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები