„კულა“ ახალი პროდუქტის წარმოებას იწყებს. როგორც BMG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო გოგლიძემ უთხრა, უახლოეს მომავალში „კულა“ ქსელურ მარკეტებში გაყინულ ხილს შეიტანს.
„ჩვენი ბრენდით გაყინული ხილის გამოშვებას და ქსელურ მარკეტებში შეტანას ვაპირებთ. ნიმუშები უკვე გაკეთებულია, შეფუთვაც ჩამოსულია. ალბათ, თებერვლიდან დავიწყებთ სავაჭრო ობიექტებში შეტანას. საწყის ეტაპზე ხუთი სახეობა იქნება: მარწყვი, ატამი, ალუბალი, ჟოლო და ხილის მიქსი“, - თქვა ვანო გოგლიძემ.
გარდა ამისა, 2023 წელს კომპანია კიდევ ერთი პირველადი გადამუშავების საწარმოს გახსნას გეგმავს. ამჟამად „კულას“ გორის რაიონში ოთხი საწარმო აქვს.