მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ ნუნისს საჯარო სექტორისგან მხარდაჭერა არ აქვს - ირმა დაუშვილი

62bc0159485b8
მარიამ ადამია
03.07.22 16:16
856
“ხარაგაულის რაიონში მდებარე მთის კურორტ ნუნისში, რომელიც ნაკლებად განვითარებულია დღეს, ცივილიზაცია ჩვენ შევიტანეთ და საჯარო სექტორისგან მხარდაჭერა არასდროს გვქონია,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” შპს „ნუნისის“ დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კურორტზე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო არცერთი ელემენტი გამართული არ არის.

“იმისთვის რომ ბიზნესი განვითარდეს, რეგიონებს, მათ შორის ნუნისს სჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, რათა ელემენტარული - კურორტამდე მისასვლელი გზა არსებობდეს. ეს ნუნისში ამ დრომდე ვერ გაკეთდა. მეორე პრობელმაა კომუნიკაცია -დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია სასტუმროს მუშაობა ან თუნდაც რეგიონის განვითარება და ესეც ვერ მოგვარადა კურორტზე. მესამეა - უწყვეტი წყალმომარაგების საკითხის გადაჭრა,” - ამბობს ირმა დაუშვილი.

გადაცემაში სტუმრობისას „ნუნისის“ დამფუძნებელმა „კურორტების განვითარების სააგენტოს“ შექმნაც შეაფასა. მას აინტერესებს, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს ახალი სსიპ-ი.

„მაინტერესებს თუ შეუძლია ახალ სსიპ-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით კურორტზე გზები გაიყვანოს; ასევე, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად უზრუნველყონ უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება და კონკრეტული ამოცანები თუ დასახული მიზნები შეასრულოს. თუ ამ პროცესებში არ იქნება ჩართული, მაშინ გაუგებარია მისი შექმნის აუცილებლობა ანუ სსიპ-ი მაშინ არის საინტერესო, როცა ის ქმედითია”, - ამბობს ირმა დაუშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოში იდენტიფიცირებული და შესწავლილია 300-ზე მეტი კურორტი ან საკურორტო ადგილი და მათგან მოქმედია 100-ზე მეტი კურორტი, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებოდა.

ახალ სსიპ-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ექს-მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები