მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტი საქართველოში, სადაც სატელეფონო კავშირი მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი

636cdfbdb3a33
ინგა მურუსიძე
10.11.22 17:32
1159
კურორტ “ლაშიჭალაში” სატელეფონო კავშირი ხელმისაწვდომია. საქმე ის არის, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ბალნეოლოგიურ კურორტ „ლაშიჭალაში“ მობილური ტელეფონით სარგებლობა შეუძლებელი იყო; ამ დროისათვის კი, აღნიშნული უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, შპს „მაგთიკომმა’’ საბაზო სადგურის მშენებლობა განახორციელა.

ინფორმაციისთვის: კურორტი ლაშიჭალა ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე ლაჯანურას ხეობაში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. კურორტისთვის დამახასიათებელია რბილი ჰავა, თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად ნოტიო ზაფხულით.

ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი ტემპერატურაა 13-15°C. ლაშიჭალაში ფუნქციონირებს სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები