მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვაჭაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის გამო, ხვალიდან ლისის ტბის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

6379cd75a8641
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 10:50
632
საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კვაჭაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან.

სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით ონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას, მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს. სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს მიმართულებით კი, ავთო ვარაზის, დათუაშვილის და ამაშუკელის ქუჩების გავლით იმოძრავებს. შემდეგ, სადგურის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემის მიხედვით განაგრძობს გადაადგილებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ოდიშს უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები