მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვალიფიციური კადრების დეფიციტი სამშენებლო სექტორში - სად პოულობს ბიზნესი კადრებს?

BM.GE
19.05.22 12:08
925
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 20.6% შეადგინა. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში. ბოლო განახლებული სტატისტიკის თანახმად, ტრადიციულად კაცები ქალებთან შედარებით უფრო ნაკლებად საქმდებიან. 

ამ ფონზე კი ბიზნესს სხვადასხვა კვალიფიკაციის კადრები ჩამოჰყავს თურქეთიდან, უკრაინიდან თუ სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ, რომ წლებია მათი მოთხოვნების შესაბამისი კადრის გადამზადებას ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს. 

კვალიფიციური კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც. წლებია კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნებიდან უწევთ სხვადასხვა უნარების მქონე კადრების ჩამოყვანა, მათ შორის მაგალითად მღებავებისაც კი, რაც ცხადია მათ მომსახურებას აძვირებს. ვის ვერ პოულობენ საქართველოს შრომის ბაზარზე? 

სტუმარი: აკაკი სონგულია - "ალიანს ჯგუფის" თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები