მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვალიფიციური კადრების გადინებამ სერვისის დონის დაწევა გამოიწვია - შალვა ალავერდაშვილი

64b03723026b1
ალა ისპირიანი
13.07.23 21:40
1651
"სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა საქართველოში ტურისტულ ნაკადებზე BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობა გაზრდილი ოთახების რაოდენობას ვერ აკმაყოფილებს.

„ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზია სასტუმროების რაოდენობის ზრდა. განსაკუთრებით თბილისში სასტუმროების ოთახების რაოდენობა 2016-2018 წელთან კადრებით გაორმაგებულია - თითქმის 20%-ით არის გაზრდილი ოთახების რაოდენობა, შესაბამისად კონკურენციის დონე იწევს, რაც სასტუმროების ფასს დაბლა წევს.

სასტუმროების ფასების დაწევასთან ერთად დიდი კონკურენციაა პერსონალთან დაკავშირებითაც. კონკურენციას ხელფასების ზრდა მოაქვს, თუმცა კვალიფიციური კადრების საკმაოდ დიდი დეფიციტი გვაქვს და შესაბამისად, ის რომ ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინება ხდება და ამის ფონზე სასტუმროებმა თანამშრომლები მაინც უნდა მიიღონ და ხელფასები აწიონ, ამან ქვეყანაში სერვისის დონის დაწევა გამოიწვია. სასტუმროების მდგომარეობა ამით უფრო გაუარესდა. ქვეყანაში კვალიფიციური პერსონალის შიმშილია.

რეალურად ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილი ოთახების რაოდენობას. რაც შეეხება სასტუმროების მოგების კოეფიციენტს 2017-1018 წელთან შედარებით, კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული პროდუქტის ხარჯები და ა.შ ფასი გაორმაგებულია, სახელფასო ბიუჯეტი 70%-ით არის გაზრდილი შესაბამისად სასტუმროების მოგების კოეფიციენტმა დიდი ცვლილებები განიცადა.

ის ტენდენცია, რაზეც სესხების გაცემის სტატისტიკა იყო აწყობილი და ბევრი ინვესტორის მოლოდინი რომ საქართველოში ინვესტიციას როდესაც განახორციელებს სასტუმროებიდან ამონაგები შეიძლება იყოს საშუალოდ 8 წელი, ამ ეტაპზე ახალ სასტუმროებს განსაკუთრებით ეს იმედები გაუცრუვდათ ამონაგები საკმაოდ ნაკლებია, ვიდრე იმ პირობებში იყო, როცა მათ საქართველოში ინვესტირება გადაწყვიტეს", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები