მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვიპროსში ეპიდვითარების გაუარესების გამო, მკაცრი კოვიდ-რეგულაციები წესდება

60830db55d604
თამთა ჯიჯავაძე
23.04.21 22:46
983
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, კვიპროსში დამატებითი კოვიდ-რეგულაციები დაწესდა. კერძოდ, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები შეხვედრებზე, სოციალურ ღონისძიებებზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

2 მაისს, როდესაც მოსახლეობა აღდგომას აღნიშნავს, ერთ ოჯახში მხოლოდ მაქსიმუმ ორი ოჯახის წევრების ერთად ყოფნა იქნება დაშვებული.

ერთი ადამიანის მხრიდან დღეში მხოლოდ ერთი გადაადგილება იქნება დაშვებული. ეკლესიებში და სხვა სალოცავებში რიტუალები მორწმუნეების დასწრების გარეშე ჩატარდება. რელიგიურ ცერემონიალებზე, ქორწილებზე, ნათლობებსა და დაკრძალვებზე მხოლოდ 10 ადამიანის თავშეყრაა დაშვებული.

ასევე, საჯარო სამსახურებში, გამონაკლისების გარდა, თანამშრომლების სულ მცირე 20% უნდა იყოს დისტანციურ რეჟიმზე.

ყველა სილამაზის სალონის, რესტორნის, კაფე-ბარის და კვების ობიექტის მუშაობა ჩერდება. მუშაობას აჩერებენ ასევე კინოთეატრები, თეატრები, ფიტნეს-ცენტრები და სპორტსკოლები. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებიც იხურება.

ცნობისთვის, კვიპროსში ამდრომდე 60 000-მდე კოვიდ-შემთხვევაა დაფიქსირებული. მხოლოდ 22 აპრილს 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები