მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

64aa801062e8b
ბექა ბაციკაძე
09.07.23 13:34
691
კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

რომელ კომპანიებს გაჰყავთ საქართველოდან ავტომობილები ექსპორტზე? - რეიტინგი

2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი.

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ წამყვანი კომპანიების შესახებ, რომლებიც ავტოექსპორტით არიან დაკავებული. საქსტატის განმარტებითი, ისინი ვერ დააკონკრეტებენ, თუ უშუალოდ რომელმა კომპანიამ რამდენი მილიონის ღირებულების ავტომობილები გაიტანა, თუმცა შეუძლიათ რიგითობის გარეშე წამყვან ბაზრებზე ექსპორტიორი კომპანიების ტოპ 5 გაასაჯაროვონ.

საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს ბი თუ ბი;
• შპს მეტაპროქს;
• შპს ქარექსპრესსი;
• ინდივიდუალური მეწარმე - თამაზ თადიაშვილი;
• ინდივიდუალური მეწარმე - ნაზილა ბალიევა.

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს ბი თუ ბი
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს კავკასუს ავტომოტივი
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან სომხეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს სითი ემ
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან ყაზახეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• იმ ინა ნაჯარიანი
• იმ ქეთევანი ავალიანი
• შპს ბი თუ ბი
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს ქარექსპრესსი

საქართველოდან ყიგიზეთში ავტოექსპორტიორების რეიტინგი:

• იმ რახილ კიალბიევ
• შპს თბ ექს
• შპს იას ინტერნეიშენელ აუტო სეილეს
• შპს კავკასიის ავტოიმპორტი
• შპს ქარექსპრესსი

ADB-ის ინვესტიცია "თეგეტას" მწვანე ობლიგაციებში ელექტროტრანსპორტისა და დასამუხტი სადგურების გაფართოებას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 20 მილიონი ლარის (დაახლოებით $7.6 მილიონი) ინვესტიციას განახორციელებს შპს თეგეტა მოტორსის (თეგეტა) პირველ, 2 წლითა და 6 თვის ვადით განთავსებულ, ლარში დენომინირებულ მწვანე ობლიგაციებში, რაც პირველი ასეთი ემისიაა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ მიღებული თანხით დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელის 70 ახალი სადგურით გაფართოება.

მწვანე ობლიგაცია ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ინვესტორების წინაშე გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში. მიღებული თანხა ექსკლუზიურად ხმარდება ისეთი ახალი ან არსებული პროექტების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ან რეფინანსირებას, რომელთაც გარემოსდაცვითი ან კლიმატთან დაკავშირებული სარგებელი მოაქვთ.

„თეგეტა მოტივირებულია იყოს პირველი, ვინც ლარში დენომინირებულ მწვანე ობლიგაციებს გამოუშვებს საქართველოში სათბური აირების ემისიის შემცირებისა და უფრო მდგრადი სატრანსპორტო სექტორის განვითარებისთვის. მადლობელი ვართ ADB-ის მხარდაჭერისა და დახმარების და ველით საინვესტიციო თანამშრომლობას კლიმატის მიმართულებით“, - განაცხადა თეგეტას აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ.

ოპელმა საკულტო ემბლემის „blitz“-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა

ოპელმა საკულტო ემბლემის „blitz“-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. გერმანული ავტომწარმოებლის ე.წ კომპასის ცენტრში მოთავსებული ახალი, მკვეთრი და თამამი „ბლიცი“ იგივე „ ელვა“, ბრენდის კონცეპტუალური ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს და ამაყად აგრძელებს მის განუყოფელ ნაწილად არსებობას. "ბლიცი" იდეალურად გამოხატავს ბრენდის განვითარების ახალ ტენდენციას, მომვალის ხედვას ელექტრო მობილობის მხრივ.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ბლიცი სრულად მოიცავს პროდუქტის პორთფოლიოს. 2024 წელს კი პირველი სერიული ავტომობილი ახალი ემბლემით წარსდგება.

BYD ისევ ლიდერია – ჩინურმა კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია BYD ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას ისევ განაგრძობს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ თითქმის 700,000 ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გამოუშვა, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკულმა Tesla-მ 479 ათასი ერთეული ელექტრომობილის გამოშვება შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინური BYD-ის გაყიდვები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ილონ მასკის კომპანიის. გასულ წელთან შედარებით BYD-ის წარმოების მაჩვენებელი და გაყიდვები გაორმაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

Rivian-ის გაყიდვები თითქმის სამჯერ გაიზარდა

2023 წლის II კვარტალში ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Rivian-მა ავტომობილების მიწოდება წლიურად თითქმის სამჯერ გაზარდა. გაყიდვების მოცულობამ 12 ათას 640 შეადგინა, 2022 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 4467 იყო. გაზრდილია წარმოების მაჩვენებელიც, 2023 წლის II კვარტალში Rivian-მა 13 ათას 992 ავტომობილი აწარმოა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს რიცხვი 9,591 ერთეულით მეტია. კომპანია 2023 წლის მიზნებს გეგმის მიხედვით მიჰყვება, მათი ვატრაუდით წელს 50 ათასი ავტომობილის წარმოებას შეძლებენ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები