მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის საუკეთესო შეთავაზებები - VELI.store

ველისტორი
BM. GE
22.08.23 14:32
6

არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, კიდევ ისვენებ გრილ კურორტებზე თუ უკვე აქტიურ ცხოვრებას უბრუნდები, ველიზე ყველაფერს იპოვი, რაც მშვიდი დასვენებისთვის, აქტიური გართობისთვის თუ დასვენების შემდგომ, სამუშაო გარემოსთან ადაპტაციისთვის გჭირდება.

ველის ციფრული თაროები გამუდმებით ახლდება და აქ შეგიძლია აღმოაჩინო საუკეთესო შეთავაზებები და ფასდაკლებები ყველაზე საჭირო ნივთებზე. ველიზე 50 000-მდე უნიკალური პროდუქტია, ხოლო მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეს, ამ ბლოგში კვირის 10 საუკეთესო შეთავაზებას აღმოაჩენ.

ნახე კვირის საუკეთესო შეთავაზებები და ისარგებლე ფასდაკლებებით:

Bosch-ის წვენსაწური 20%-იანი ფასდაკლებით

ზაფხული და შემოდგომა უამრავ ცოცხალ ხილის გთავაზობს . იმისთვის, რომ დილაობით ცოცხალი ხილის გემრიელი წვენით ვიტამინების აუცილებელი მარაგი შეივსო და დღე სასიამოვნოდ დაიწყო Bosch-ის სწრაფი და მძლავრი წვენსაწური გამოგადგება.

მისი ძლიერი ძრავა, ნებისმიერი ტიპის ხილისა და ბოსტნეულის დაწურვას უზრუნველყოფს. აქვს შესაბამისი რეჟიმები რბილი და მყარი მასისთვის. წვენსაწურს შეუძლია მთლიანად და სრულად გაწუროს ესა თუ ის ხილი და ბოსტნეული, შესაბამისად პროდუქტები არ საჭიროებს წინასწარ დაჭრას.

Yamazaki Tower საპურე საუკეთესო შეთავაზებით

Yamazaki ველის ახალი, ექსკლუზიური ბრენდია, რომელიც სკანდინავიური დიზაინითა და იაპონური ხარისხით სახლის აქსესუარებს ქმნის.

Yamazaki-ს საპურე დახვეწილი და პრაქტიკული სამზარეულოს აქსესუარია, სადაც შეგიძლია მოათავსო, როგორც პური ასევე ნებისმიერი სხვა სახის ცომეული. მას 11 ლიტრი ტევადობა აქვს და უამრავ შესანახ ადგილს უზრუნველყოფს.

Bang & Olufsen წყალგამძლე დინამიკი 20%-იანი ფასდაკლებით

Bang & Olufsen 100 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე ბრენდია, რომლის აუდიოტექნიკაც ველიზე შეგიძლია ფასდაკლებით შეიძინო. ეს დინამიკი განსაკუთრებით საჭირო ნივთია ქალაქგარეთ გასართობად, ლაშქრობაში, კეპმინგზე თუ აგარაკზე მეგობრების წრეში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

Bang & Olufsen -ის Beosound Explore პორტატიული დინამიკი მაღალი წარმადობით, გამძლეობით და საუკეთესო ჟღერადობით გამოირჩევა. მოცულობითი ხმა, მძლავრად ისმის 360º-ით დახურულ თუ ღია სივრცეში. მისი მსუბუქი და გამძლე კორპუსი დამზადებულია ანოდირებული ალუმინისგან, დატანილი აქვს პოლიმერის და ქსოვილის ელემენტები.

Mica Decorations მაგიდა 35%-იანი ფასდაკლებით

Mica Decorations მრავალფუნქციურ და ინოვაციურ ნივთებს ქმნის, რომლებიც უმაღლესი ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული. ის დაგეხმარება დახვეწილ ინტერიერთან ერთად შექმნა იდილია შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.

Mica Decorations-ის მაგიდის ზედაპირი გამჭვირვალე მინის სათავსოს სახით არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას მოგცემს მაგიდა გამოიყენო როგორც ვიტრინა მცენარეების თუ დეკორატიული ფიგურების მოსათავსებლად. ის დამზადებულია მდგრადი მეტალისგან, აქვს შავი ფერის თანამედროვე დიზაინი, რისი წყალობითაც ნებისმიერი სახის ინტერიერთან არის თავსებადი.

ეპილატორი Remington 20%-იანი ფასდაკლებით

ზაფხულში თმასთან ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. Remington EP7500 ეპილატორი უმკლავდება როგორც სქელ და უხეშ, ასევე თხელ და ნაზ თმას.

აირჩიე სიჩქარის ორი დონიდან შენი თმისთვის შესაბამისი და რამდენიმე წუთში არასასურველი თმა გაქრება. ეპილატორი ძირიანად იღებს მათ კანიდან, შესაბამისად კვირების განმავლობაში არ შეგაწუხებს ზედმეტი თმა.

ეპილატორს შეუძლია მოაშოროს თვალისთვის რთულად შესამჩნევი 0.5 მმ-ის ზომის თმაც კი. ეპილაციას პროცესში არ აღიზიანებს კანს, არ იწვევს გამონაყარს და ტკივილს. ნაზად, სწრაფად და უმტკივნეულოდ აშორებს თმას.

The Secret Language of Flowers 15%-იანი ფასდაკლებით

აღმოაჩინე ყვავილებით მეტყველების სიმბოლური ენა. ყვავილების ენით თხრობა საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის კულტურის განუყოფელი ნაწილი იყოს პოეზიაში, პროზაში, მხატვრობაში და ბოლოს კინემატოგრაფში.

მაგრამ, როგორ იცვლებოდა ეს სიმბოლიზმი სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში. The Secret Language of Flowers 80-ზე მეტი ყვავილის მნიშვნელობას იკვლევს და მათ ისტორიას გადმოსცემს, ასახავს ყვავილების როლს მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორსა და მითოლოგიაში.

გაიცანი ცალკეული ყვავილების მდიდარ და მომხიბვლელ ისტორიები - მაგალითად, მზესუმზირა, რომელსაც აცტეკები ომის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, ხოლო მე-19 საუკუნის მხატვრობაში ერთგულების სიმბოლოდ იქცა იმის გამო, რომ ის თავი ატრიალებს და მუდმივად მზეს დაჰყვება.

Elemis Pro-Collagen სახის კრემი 30%-იანი ფასდაკლებით

Elemis Pro-Collagen Overnight Matrix სახის კრემის რევოლუციური ფორმულა კანზე დამცავ მატრიცას ქმნის დატენიანებისთვის და მთელი ღამის განმავლობაში მოქმედებს, რათა ბუნებრივი ბალანსი აღადგინოს.

აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს სახის კანს. ებრძვის  წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, ანიჭებს კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ხოლო, მის ფორმულაში შემავალი წყალმცენარეები ინტენსიურად კვებავენ და ატენიანებენ კანს.

Madame Coco-ს პირსახოცი 30%-იანი ფასდაკლებით

Madame Coco სახლის ტექსტილისა და დეკორაციის წამყვანი ბრენდია, რომელმაც მომხმარებლის გული  ორიგინალური და მარტივი ელეგანტურობის შერწყმით მოიგო. პროდუქტებით, რომლებიც ფრანგული ხაზების შთაგონებით და ფერების ჰარმონიით არის შექმნილი.

Madame Coco-ს პირსახოცები მაღალი ხარისხის, პრაქტიკულობისა და დახვეწილი დიზაინის საოცარ კომბინაციას წარმოადგენს და ყველა მახასიათებლით კომფორტისა და ხარისხის შეგრძნებას ქმნის. პირსახოცი დამზადებულია 100% ბამბისგან. აქვს რბილი და სასიამოვნო ფაქტურა.

Martini Asti 25%-იანი ფასდაკლებით

გემრიელი ალკოჰოლი მხიარულად დასვენებისა და გართობის განუყოფელი ნაწილია. Martini Asti იტალიური ტკბილი მსუბუქი ცქრიალა ღვინოა ხილის გემოთი.

მის მდიდარ თაიგულში ოსტატურად არის ჩაქსოვილი მწიფე ატმის, ფორთოხლის და აყვავებული აკაციის, გლიცინიისა და მთის თაფლის საუკეთესო არომატები.

K18 Peptide Prep Detox შამპუნი 10%-იანი ფასდაკლებით

K18 Peptide Prep Detox ვეგანური შამპუნია, რომელიც ცხოველებზე არ იტესტება. ის დელიკატურად წმენდს თმასა და თავის კანს.

შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს თმას. ხოლო, შამპუნის pH დაბალანსებული ფორმულა ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში და იცავს თმის ფერს გაუფერულებისგან.

შეიძინე სასურველი ნივთები საუკეთესო შეთავაზებით ველიზე და მიიღე შეკვეთა იმავე დღეს, დროის სასურველ მონაკვეთში ადგილზე უფასო მიწოდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები