მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაგუნა ვერეს" ახალი მფლობელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

ვერ

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი", რომელმაც ლაგუნა ვერე შეისყიდა განცხადებას ავრცელებს.

formulanews -ზე გავრცელებული ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება".

განცხადების თანახმად, დაგეგმილია საცურაო კომპლექსის და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა.

კომპანიის განცხადება:

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს".

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. 

ცნობისთვის: ლაგუნა ვერესა და შპს ნეო სითი დეველოპმენტს შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ, ლაგუნა ვერე კომპანიის მფლობელობაში გადავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები