მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lamazi Kosmetic - ქინძმარაულის ექსტრაქტზე დამზადებული კორეული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი

60db48cf53162
მარიამ იზორია
29.06.21 22:13
2676
Lamazi Kosmetic-ი ქინძმარაულის 23-წლიანი დაძველების ლიმიტირებული წარმოების ქვევრის ღვინის საფერავის ექსტრაქტზე დამზადებული კორეული თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ამ ეტაპისთვის ხელისა და სახის კრემს, ლოსიონს, მზისგან დამცავსა და სახის შრატს სთავაზობს, პროდუქტი ბრენდის ონლაინპლატფორმებზე რეალიზდება.

Lamazi Kosmetic-ის მენეჯერი გიორგი მეურმიშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ ღვინის შემადგენლობის მქონე თავის მოვლის საშუალებების შექმნის იდეა კომპანიის დირექტორს ჩელჰო პარკს გაუჩნდა, მან 2013 წელს ქართული ღვინის ნიმუშები აიღო და 5 წლის განმავლობაში კორეაში ლაბორატორიულად იკვლევდა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ღვინოსთან ერთად ფრანგული და იტალიური ღვინოებიც შემოწმდა, Lamazi Kosmetic-ის დამფუძნებელმა კი კვლევებზე დაყრდნობით ქართული ქვევრის ღვინო შეარჩია.

„ლაბორატორიული კვლევის შემდეგ 2018 წელს საქართველოდან ღვინო უკვე დიდი რაოდენობით შევიძინეთ, პროდუქციის რეალიზება კი კორეაში 2020 წელს დავიწყეთ, Lamazi Kosmetic-ის თავის მოვლის საშუალებები ძალიან სასარგებლოა, რადგან ქვევრის ღვინო დიდი რაოდენობით კანის გამაახალგაზრდავებელ ნივთიერებას პოლიფენოლს შეიცავს. ამას გარდა მის შემადგენლობაში სხვა 30-მდე ნატურალური პროდუქტიც შედის, ბრენდი კორეაში დიდ ინტერესს იწვევს, სულ მალე ის ამერიკასა და ინგლისშიც გაიყიდება, ჩვენ კორეაში სხვა წიაღისეულიც, მათ შორის მაწონი, ნაბეღლავი, კობის წყალი, უკვე სამი წელია, რაც გავიტანეთ და თავის მოვლის საშუალებებს მათ ექსტრაქტზეც დავამზადებთ“, - აღნიშნავს მეურმიშვილი.

Lamazi Kosmetic-ის გეგმაში წარმოების საქართველოში გადმოტანა და თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნა შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები