CNN-ის ცნობით, გაზრდილ მოთხოვნას ელექტრომობილებზე ვერც Lamborghin-მა აუარა გვერდი და პირველი ჰიბრიდული ავტომობილი Sian-ი წარადგინა, მისი ღირებულება 2 მილიონი აშშ დოლარია.
Sian-ს აქვს 785 ცხენისძალიანი V12 ძრავი და 2.8 წამში 100 კმ/საათს ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/საათია. Sian-ი ამ ეტაპზე მხოლოდ 63 ცალი გამოვიდა.
სპეციალისტების შეფასებით, Sian-ი Lamborghini Aventador SVJ-ზე უფრო ძლიერი თუ არა, არც ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ Automobili ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური ფირმაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა და დღესაც არ კარგავს პოპულარულობას.