მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

644bc40e52635
BM.GE
28.04.23 17:00
1866
28 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4967 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.64 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7441 ლარი გახდა.

0.15 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1131 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 12.83 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები