4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6055 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.80 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8408 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 0.47 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3113 შეადგენს.
ერთი ლირა კი 10.03 თეთრი ღირს.