6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.50 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5969 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.46 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8270 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.05 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3162 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.95 თეთრი ღირს.