10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7728 ლარი გახდა.
0.61-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2752 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1508 ლარი შეადგინა.