3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.39 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6092 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.80 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 0.26 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.3066 შეადგენს.
ერთი ლირა კი 10.01 თეთრი ღირს.