10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5894 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.24 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8372 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3134 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.92 თეთრი ღირს.