17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უცვლელად დარჩა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ 2.8019 ლარია.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8507 ლარი გახდა.
2.18-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3900 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1560 ლარი შეადგინა.