მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა 1-კვირიან ჭრილში

5f71a7e9eb0a8
ეგნატე შამუგია
28.09.20 14:09
3426
ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 3.30 ლარი ღირს, მაშინ როდესაც ვაჭრობა 3.34-ის ნიშნულზე გაიხსნა. თუ დღის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნა, ეს დიდი ალბათობით, ოფიციალურ კურსზეც აისახება. როგორი იქნება მიმდინარე კვირა ეროვნული ვალუტისთვის, ეს კვირის ბოლოს გამოჩნდება. იქამდე კი, ვნახოთ, როგორ "იქცეოდა" ლარი გასულ კვირას.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 18-25 სექტემბრის კვირაში სავალუტო ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარს ინტერვენცია განხორციელდა, კვირის განმავლობაში ლარი გაუფასურდა, ხოლო გაცვლით კურსს კი, მკვეთრი მერყეობა ახასიათებდა. 25 სექტემბერს სავაჭრო დღის ბოლოს, დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალურმა გაცვლითმა კურსმა 3.341 შეადგინა, ხოლო ამავე დღის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი 3.333 იყო. ეს კი კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის 3.73%-იანი გაუფასურებაა.


გასული კვირის მანძილზე, შერჩეული ვალუტებიდან ლარი ყველაზე მეტით გაუფასურდა. ამავე პერიოდში, დოლართან მიმართებით რუბლის გაუფასურებამ 3.34% შეადგინა, ხოლო რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე სტაბილური კი სომხური დრამი იყო, რომელიც მხოლოდ 0.05%-ით იყო გაუფასურებული. გარდა სომხური ვალუტისა, შედარებით სტაბილური იყო უკრაინული გრივნა, რომელის ნომინალური კურსი 0.52%-ით გაუფასურდა.



გასული კვირას, ერთი მხრივ, ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა და მეორე მხრივ, ყველაზე დიდი მერყეობაც ლარს ახასიათებდა. ამ პერიოდში, კვირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ლარის კურსის მერყეობამ 1.43% შეადგინა. კურსის მერყეობა არამხოლოდ ლარის, არამედ რუსული რუბლის შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, სადაც ეს უკანასკნელი 1.01% იყო. ამ მხრივ, კვირის მანძილზე, შერჩეული ვალუტებიდან მეტად სტაბილური სომხური დრამი და უკრაინული გრივნა იყო.


საერთო ჯამში, დოლართან მიმართებით ყველა შერჩეული ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ მათ შორის, ლარი ყველაზე მეტით, ვიდრე სხვა მეზობელი თუ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ვალუტა. გასულ კვირას ლარი არამარტო დოლართან მიმართებით, არამედ სხვა ვალუტებთანაც გაუფასურდა. კერძოდ, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით. მათგან ყველაზე მეტით, 3.72% და 3.66%-ებით აზერბაიჯანულ მანათთან და სომხურ დრამთან. რაც შეეხება ნომერ პირველ საიმპორტო ქვეყნის ვალუტას - ლირას, ამ უკანასკნელთან მიმართებით ლარი 3.11%-ითაა გაუფასურებული, ხოლო რიგით მეორე-მესამე საიმპორტო ქვეყნების - რუსეთის და ჩინეთის ეროვნულ ვალუტებთან კი - 0.14% და 2.65%-იანი გაუფასურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები