მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის გამყარება ბიზნესს სერიოზულად ურტყამს... დოლარში ფასის გაზრდა გვიწევს“ – ანდრო ჯიშკარიანი

64608d8004ef9
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 12:19
2135
„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარება ბიზნესს სერიოზულად ურტყამს და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე სასტუმრო სერვისების დოლარში ღირებულების გაძვირება უწევთ. საკითხზე სასტუმროს დამფუძნებელმა გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

ანდრო ჯიშკარიანმა ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც ტურიზმის დარგში მომსახურებაზე ფასის ზრდას განაპირობებს.

„ლარის გამყარებას რამდენიმე მიმართულება აქვს - ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ლარში აქვს ხელფასი - ეს კარგია, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ქვეყანაში საექსპორტო, სერვისების ან ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს ამ ბიზნესებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ საშუალო შეწონილი კურსი რეალობასთან მორგებული არ იქნება, საკმაოდ გაგვიჭირდება.
ანალიტიკოსებისა და სტატისტიკის მიხედვით ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.7-2.8 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ლოგიკა ერთია, მაგალითისთვის კომუნალური გადასახადების ფასების გადახედვა მაშინ მოხდა, როდესაც კურსი 3.3 ლარი იყო და ტარიფი ამ კურსის დადგინდა. დღევანდელი კურსი კი 2.5 ლარია, რაც 80 თეთრით, ანუ 25%-ით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენით მეტს ვიხდით ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიები, ხარჯის მიხედვით კომუნალურებში. მათ შორის ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს პროდუქტის მიმართულებით, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და რიტეილ ქსელების მანკიერი პრაქტიკა პროდუქტებზე მაღალ ფასს იჭერს... ამ ყველაფერიდან გამომდინარე ქვეყანაში ინფლაციაა, რაც ტურისტულ ბიზნეს ძალიან ურტყამს. მესამე ფაქტორი რეფინანსირების განაკვეთია, რომელიც ჩემი აზრით უნდა შემცირდეს“, - ამბობს ანდრო ჯიშკარიანი.

აქედან გამომდინარეა „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ მომსახურების გაძვირებაც, რაც სასტუმროს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.

„აქედან გამომდინარე ჩვენ ტურისტებისთვის ფასის გაზრდა გვიწევს. ძალიან რთულია, ტურისტებისთვის წლის დასაწყისში დოლარში არსებული ფასების შეინარჩუნო. ეს პროცესი კონკურენტუნარიანობაში გვირტყამს.

წლის დასაწყისიდან ჩვენი სერვისები მაისამდე დაახლოებით 25%-ით გავაძვირეთ და 5%-ით გვქონდა გაძვირებული მაღალ სეზონზე, თუმცა ვფიქრობთ, ამის გადახედვა მოგვიწევს, რადგან კურსის 2.5 ლარზე შენარჩუნების შემთხვევაში იმ ფასებით ოპერირება, რაც გვქონდა გაგვიჭირდება. 60-80 თეთრით შემცირებული კურსი ჩვენს ხარჯებს ზრდის“, - განმარტავს ანდრო ჯიშკარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები