მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი: 2023 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 7,900 დოლარს მიაღწევს

6399dabe3f922
BM.GE
14.12.22 18:18
1112
საქართველოს პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. დოკუმენტზე თანდართული მაკროეკონომიკური პროგნოზების თანახმად, მომდევნო წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ნომინალური მშპ-ის ზომა 79.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. არსებული გაცვლითი კურსის პირობებში მომდევნო წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 7,900 დოლარს უნდა მიაღწიოს. 

„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

„2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები