ლატვია 2023 წლიდან რუსული გაზის იმპორტს აკრძალავს. ლატვიის პარლამენტმა ენერგეტიკის კანონში ცვლილება შეიტანა, რომლითაც რუსეთიდან ლატვიის ბუნებრივი გაზით მომარაგება 2023 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება.
კანონპროექტი ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც დეფიციტის შემთხვევაში რეზერვებიდან გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება, რისი მიზეზიც წევრი სახელმწიფოების მოუმზადებლობაა რუსულ გაზზე უარი თქვან. მთლიანობაში ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება უკრაინაში ინტერვენციამდე, 40%-ს შეადგენდა. გამოცემის ცნობითვე, გაზმომარაგება იქნება ერთ-ერთი საკითხი ივლისის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე.