ლატვიაში პარლამენტის სამი წევრი კენჭისყრაზე არ შეუშვეს, ვინაიდან მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთეაზე უარი განაცხადეს და არ აიცრნენ. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობა მხოლოდ იმ კანონმდებლებს აქვთ, რომლებიც აცრილები არიან ან კორონავირუსი გადატანილი აქვთ. ხოლო პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც აქვთ სამედიცინო ცნობა, რომ მათთვის აცრის გაკეთება არ შეიძლება, უნდა წარადგინონ კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლამდე.
შესაბამისი რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეს დაამტკიცა, 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. იმ კანონმდებლებს, რომლებმაც არ დაიცვეს აღნიშნული წესი, შეუჩერდებათ ანაზღაურებაც. სამართლის ექსპერტების ნაწილი აღნიშნულ რეგულაციას კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს.