ლატვიის პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი პრეზიდენტად აირჩია, - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ედვარს ლინკევიჩსი წარადგენს ლატვიას NATO-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში, ივლისში გაიმართება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ედვარს ლინკევიჩსი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, რომელიც 2011 წლიდან ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ლატვია საპარლამენტო დემოკრატიის მქონე სახელმწიფოა, რომელშიც პრეზიდენტი ლიდერის სიმბოლურ როლს ასრულებს.