LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები 18 წელს ზემოთ ასაკის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. მისი შეძენა BTS-ისა და თავად Lego-ს თავსატეხების მოყვარულებს LEGO-ს ვებგვერდსა და ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეეძლებათ. ახალი ნაკრების ღირებულება კი 99,99 დოლარი იქნება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები 749 ნაწილისგან შედგება. 7 მინი ფიგურა BTS-ის წევრებს, RM, Jin, SUGA, j-hope, Jimin, V და Jung Kook-ს წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან, LEGO სცენაზე სინქრონულად იმღერონ და იცეკვონ.
აღსანიშნია ისიც, რომ LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები LEGO-ს თაყვანისმცემლების ჯოშისა და ჯეიკობის მიერ შეიქმნა. თავსატეხში BTS-ის ცნობილი ჰიტის Dynaminte-ის ვიდეორგოლიდან სცენებია განსახიერებული. გარდა ამისა, კონსტრუქტორი მოიცავს დონატებისა და ჩანაწერების მდიდრულ მაღაზიას, ნაყინის სატვირთო მანქანას და ა.შ.