მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლერმონტოვისა და ბორის კუფტინის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

645bc4bae3247
BM.GE
10.05.23 20:22
586
წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 11 მაისის 08:00-დან 13 მაისის 08:00 საათამდე, ბორის კუფტინის ქუჩა N7-დან ლერმონტოვის ქუჩა N3-მდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ბორის კუფტინის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

მოძრაობა დასაშვები იქნება კუფტინის ქუჩიდან გია აბესაძის ქუჩისკენ, ხოლო აბესაძის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები