მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას აგრძელებენ

BM.GE
15.06.23 10:33
136
ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა. მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ. მიმდინარე პროექტს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ახალი შეთავაზება დაემატება. ასაკით პენსიონერები, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი გახდება, ლიბერთის სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად, ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები